გურჯაანის მერი: ვადასტურებ, რომ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლა ვთხოვეგურჯაანის მერიის თანამშრომელი მერს ზეწოლაში ადანაშაულებს. ზვიად ბიაშვილი ამბობს, რომ 2017 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც არჩილ ხანდამაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები დაიბარა და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოითხოვა.