ტაბულას შესახებ

ტაბულა საზოგადოებას სთავაზობს ღია ფორუმს ინფორმირებული დისკუსიებისათვის, რომელიც საზოგადოებრივი ინფორმირებულობისა და ჩართულობის ზრდით დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან საკუთარი პიროვნული, ეკონომიკური და ეროვნული თავისუფლება.

ჩვენი მიზანია, კრიტიკული აზროვნების წახალისებითა და ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების დაცვით, ხელი შევუწყოთ პროდასავლურ ორიენტაციას, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ბაზრის განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

მკაფიო სარედაქციო პოლიტიკასთან ერთად, მკვეთრად გამიჯნულია ფაქტი და კომენტარი. ჩვენი მკითხველი და მაყურებელი იღებს ზუსტ ინფორმაციას და იდეათა ფართო სპექტრს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, გააანალიზოს განსხვავებული შეხედულებები და, როგორც მოქალაქემ, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

ტაბულა სამოქალაქო განათლების ფონდმა დააარსა მემარჯვენე, ლიბერტარიანული მსოფლმხედველობის ბიზნესმენთა ფინანსური მხარდაჭერით. სამოქალაქო განათლების ფონდი 2010 წელს დაფუძნდა.

ფონდის ერთ-ერთი პროექტი იყო ჟურნალი ტაბულა, რომელიც 2010 წლის 15 მარტიდან ყოველკვირეულად გამოიცემოდა, 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 სექტემბრამდე კი ყოველთვიურად გამოდოდა. გარდა ამისა, 2010 წლის მაისიდან ყოველთვიურად გამოიცემოდა ტაბულას ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც საქართველოში მყოფ დიპლომატიურ კორპუსსა და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზს სთავაზობდა. 2010 წლის მაისიდან ტაბულა ინფორმაციას ვებგვერდის tabula.ge-ს მეშვეობით აწვდის.

სამოქალაქო განათლების ფონდმა, მედიაბაზარზე საქმიანობის გაფართოების მიზნით, 2012 წლის 15 ოქტომბერს შეიძინა სატელევიზიო სიხშირე, რომელიც 2013 წლის 9 იანვრიდან მაუწყებლობდა. ამჟამად, მაუწყებლობა დროებით შეჩერებულია.