დავით კირკიტაძის დაკავება

გურჯაანის სასამართლოსთან წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელები დგანან

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პოლიციაა მობილიზებული - აქ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ 

წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელები დგანან.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა გურჯაანის სასამართლოსთან მყოფ ქალ პოლიციელებს ყვავილები - წითელი მიხაკები მიუტანეს. 


ფოტო: ირაკლი გედენიძე / პირველი ა

დავით კირკიტაძის პროცესი გურჯაანის სასამართლოში რამდენმე წუთის წინ დაიწყო. 

როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე კირკიტაძისთვის პატიმრობას ითხოვს, თუმცა ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, კირკიტაძეს თავდებში პარლამენტის 30 დეპუტატი უდგება.

სხდომის დაწყებამდე კირკიტაძემ მოკლე განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს, თუმცა ამასთან, მზადაა სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის. კირკიტაძე ამბობს, რომ შსს ამ საქმეში დაინტერესებული მხარეა. 

გურჯაანის სასამართლოსთან პროცესის პარალელურად კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია იმართება, რომელსაც გაერთიანების "ძალა ერთობაშია" და ოპოზიციური პარტიის, ევროპული საქართველოს, წევრები ესწრებიან. 

ენმ-ის წევრი 16 დეკემბერს გურჯაანში მომხდარი დაპირისპირების საფუძველზე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

კომენტარები