კრიმინალი

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, ეჭვმიტანილი მისივე თანასოფლელია

metro.us

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. რუსთავი 2-ის ცნობით, უკვე დაკავებულია დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი, რომელიც მოკლულის თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარია. ოჯახის ინფორმაციით, ისინი შვეიცარიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდნენ და "ლტოლვილებად ჩაბარდნენ".

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შვეიცარიაში საქართველოს საელჩო, ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხერხდება გადმოსვენება.

კომენტარები