სროლა გურჯაანში

დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის საავადმყოფოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

knews.ge

დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის საავადმყოფოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

მედიის ნაწილის თქმით, პირებმა ცეცხლსასროლი იარაღი იმ მიმართულებით ისროლეს, სადაც მკვლელობისთვის ნასამართლევი, ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოსული, მალხაზ ბადუაშვილია მოთავსებული, თუმცა ამ ვერსიას შსს-ში არ ადასტურებენ. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, პირები, რომლებმაც საავადმყოფოს მიმართულებით ისროლეს დაკავებულები არ არიან. გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები