პატიმრის გაქცევა

გურჯაანის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

გურჯაანის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, "ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოები ისევ გრძელდება".

21 წლის დიმიტრი ხაჩიაშვილი სასამართლოდან გუშინ გაიქცა. მან დროებითი მოთავსების საკნიდან გაპარვა მას შემდეგ მოახერხა, რაც აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა. ხაჩიაშვილი სხეულის დაზიანებისთვის იყო დაკავებული.

გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ხაჩიაშვილი საგარეჯოში პოლიციის რეიდის დროს ნახეს, თუმცა მან მეორედაც შეძლო გაქცევა.

კომენტარები