კრიმინალი

გურჯაანში TBC PAY-ის აპარატი გაქურდეს

flickr

გურჯაანის სოფელ შაშიანში TBC PAY-ის აპარატი გაქურდეს. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხაა წაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები