ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია

გურჯაანში გაზით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია, ორივე კონტაქტურია

გურჯაანში, პურის საცხობში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ექიმების ინფორმაციით, ორივე უკვე კონტაქტურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ორივე მოხსნილი მართვითი სუნთქვიდან, სასიცოცხლო ფუნქციები სტაბილურია, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, ემორჩილება მკურნალობას. ორივე კონტაქტურია, საუბარი შეუძლიათ. სავარაუდოდ, მალე გავწერთ კლინიკიდან", - ამბობს ექიმი რეანიმატოლოგი, გია კაჭახიძე მთავარ არხთან.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი გურჯაანის პურის საცხობში გუშინ, 3 იანვარს, დილით იპოვეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები