გურჯაანი

გურჯაანის მერის წარმომადგენელს სოფელ ჩუმლაყში ფიზიკურად გაუსწორდნენ

გურჯაანის მერის წარმომადგენელს სოფელ ჩუმლაყში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, დაპირისპირება ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო მოხდა. ზაზა რუაძეს თანასოფლელებმა შესრულებული სამუშაო დაუწუნეს.

მათი ცნობით, ერთ-ერთ უბანში გზის რეაბილიტაციას, ერთ-ერთი კუთვნილი წყლის მილი დაზიანდა და დაპირისპირება სწორედ ამით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, რუაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები