დაჭრა

სოფელ კარდენახში მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ის გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

შსს-ს ცნობით, დამნაშავის ვინაობა დადგენილია, თუმცა, ჯერ დაკავებული არ არის.

კომენტარები