სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გურჯაანში ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და ჩურჩხელა ამოავლო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გურჯაანში ღვინის ფესტივალზე ფიალით ღვინო დააგემოვნა, კახელები დალოცა და ჩურჩხელა ამოავლო. პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.  

"დღეს არ გპასუხობთ, შესანიშნავი დღეა და გირჩევთ, თქვენც ისიამოვნოთ,"-უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს. 

პრეზიდენტმა ფესტივალის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართა.  

"საქართველოს ისტორიაში აღორძინება ყოველთვის ვენახით იწყებოდა, როცა შემოვიდოდა დამპყრობელი, გაანადგურებდა ვენახს, ქართველი გლეხი ისევ ვენახის გასაშენებლად შრომობდა, რასაც მოჰყვებოდა ქვეყნის აღორძინებაც. დღესაც ღვინის და ვენახის აღორძინება საქართველოს აღორძინებაა,"-თქვა ზურაბიშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას ხვავი, ბარაქა და "ასეთი ზეიმების სიმრავლე" უსურვა. 

კომენტარები