კრიმინალი

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი სანადირო თოფით დაჭრეს

Getty Images

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლეს და ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. შსს-ს ინფორმაციითვე, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა.

ბრალდებული უკვე დაკავებულია, იარაღი კი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.

კომენტარები