კრიმინალი

გურჯაანში, სოფელ შაშიანში, საბავშვო ბაღი დაარბიეს

Giorgi Aladashvili / რადიო თავისუფლება

გურჯაანში, სოფელ შაშიანში, საბავშვო ბაღი დაუდგენელმა პირებმა გუშინ ღამით დაარბიეს.

ფაქტის შესახებ სამსახურში მისულმა საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა დილით შეიტყვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მოპარული არაფერია, მაგრამ განადგურებულია შენობაში არსებული ინვენტარი.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები