სროლა

გურჯაანში პატრულის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს

metro.us

გურჯაანში პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც პატრულის თანამშრომლები ავტოსაგზაო შემთხვევის გარკვევას ცდილობდნენ. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელი ამ დრომდე მიმალვაშია.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.

კომენტარები