ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ძალა ერთობაშიას აქცია

გადაადგილების უფლების შეზღუდვა ინაუგურაციის პარალელურად - დღის ქრონიკა

კვირა, 16 დეკემბერი, 2018 - 21:31
ტაბულა
tbl.ge/3cme
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

დღეს, 16 დეკემბერს თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა.

ინაუგურაციის ცერემონიალის პარალელურად ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა: 

  • დღეს თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ.
  • მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
  • საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა.
  • გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 10-მდე პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.
  • შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციელებს დღევანდელი დღისთვის ბოდიში მოუხადა და შეჰპირდა, რომ “ხვალიდან, თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება გაკეთებული, ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები მე, პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს”.
  • შინაგან საქმეთა მინსიტრმა სამართალდამცველების უფლებების დაცვა სახალხო დამცველსაც მოსთხოვა.
  • მოგვიანებით ვითარება განიმუხტა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა თელავში წასვლა და აქციის ჩატარება მაინც მოახერხა.
  • თელავში ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიცია გომბორის ქედზე შეიკრიბებოდა, სამართალდამცველების ქმედებებს იქ გააპროტესტებდა და განცხადებასაც გააკეთებდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში გომბორი ავტომობილებისთვის კვლავ ჩაიკეტა.
  • მოგვიანებით, აქციის მონაწილეები თბილისში დაბრუნდნენ. აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ იმართება.
ძალა ერთობაშიას აქციათელავგურჯაანიკახეთიგადადგილების უფლება

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 18 დეკემბერი, 2018 - 13:20გიორგი ვაშაძე: დღეს აქცია არ გვექნება
  • ორშაბათი, 17 დეკემბერი, 2018 - 17:42ბესელია ევროპულ საქართველოს: ჩვენ და თქვენ ათასობით კილომეტრი გვაშორებს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 00:55

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს

პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 22:52

პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:23

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:14

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 19:03

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი

ყველაზე კითხვადი

ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
1ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
2ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
32015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
4როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
5CENTCOM: ირანის წინააღმდეგ, ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების საპასუხოდ, იერიშების სერია დავიწყეთ

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში