სუს-ის "მსუსხავი ეფექტი": დიდი ძმა Facebook-ზეც გვიყურებსბოლო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეების Facebook-პოსტებისა თუ საჯარო განცხადებების გამო გამოკითხვაზე დაბარების პრაქტიკა გაახშირა. გამოძიებები ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების შეზღუდვის და საბოტაჟის მუხლებით მიმდინარეობს. მსგავსი მუხლები ხელისუფლებას ინტერპრეტაციის ვრცელ შესაძლებლობას აძლევს, რადგან მათი მოქმედების არეალი მკაფიოდ განსაზღვრული არ არის.