პრაიდის კვირეული

თაბაგარი: 5 ადგილზე წუთებში მოგვადგნენ, სუს-ის, სახელმწიფოს გარეშე როგორ მობილიზდებოდნენ?!

5 სხვადასხვა ადგილი გამოვიცვალეთ დღეს. ყველგან რამდენიმე წუთში მოგვადგნენ. ერთ ადგილას რაღაც ასაფეთქებელი შემოაგდეს საერთოდ..

რანაირად? სუსის და სახელმწიფოს დახმარების გარეშე როგორ მობიზდებოდა ეს ხალხი ასე ეფექტურად?!

წერს თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი Facebook-ზე. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები