ოკუპირებული ახალგორის ტყის მონაკვეთზე ხანძარია. ტაბულას ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა.
სუს-ის წარმომადგენლის თქმით, ამოქმედებული ცხელი ხაზი და ხანძრის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს აქტივისტი დავით ქაცარავა.
როგორც ქაცარავა წერს, "აქტიური ხანძარი მიიწევს სოფელ მსხლებისკენ, თუ ხანძარი ბუნებრივად არ ჩაქრება, რამდენიმე საათში ის მიადგება ოკუპირებულ სოფელს".
ქაცარავას პოსტის მიხედვით, ამ დროისთვის დამწვარია "მინიმუმ რამდენიმე ჰექტარი ტყე", ხოლო ოკუპანტები "არაფერს აკეთებენ".





