საქართველოს მთავრობა

პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ

მინდა, საქართველოს პარლამენტის გამორჩეულ წევრს, აქამდე კი იუსტიციის გამორჩეულ მინისტრს, ბატონ ანრის, დღევანდელ, გამოწვევებით სავსე, ხანდახან კი შეშლილ სამყაროში წარმატება ვუსურვო. თქვენს უწყებას, პირადად თქვენ და თქვენს თანამშრომლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაკისრიათ [...] თქვენი პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი ჩვენ ეჭვის ნატამალსაც არ გვიტოვებს, რომ შეძლებთ, ამ პასუხისმგებლობას თავი სრულად გაართვათ.

უთხრა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანრი ოხანაშვილს, რომელიც 6 წლის ვადით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად აირჩიეს.  

კომენტარები