სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დააკავეს

shutterstock

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის
წარმომადგენელი დააკავეს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირი მოქალაქეს, 65 000 აშშ დოლარის
სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში  მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე
არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე
მიმდინარეობს.

კომენტარები