სუს

კომიტეტის სხდომაზე ოხანაშვილისთვის სუს-ის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.

23 აგვისტოს ივანიშვილის სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ივანიშვილის სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს წარადგენს. ამის შესახებ ოხანაშვილის გადადგომის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი ივანიშვილის სუს-ის უფროსად 5 აპრილს დაინიშნა.

კომენტარები