ფარული მოსმენები

ოტოში არ ყავთ ბერძნულის სპეციალისტი – სუს-მა მსოფლიო პატრიარქთან საუბრის შინაარსი ვერ გაიგო

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებული მასალებიდან ერთ-ერთში, კერძოდ, სუს-ის რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერაში საუბარია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტში ბერძნული ენის სპეციალისტი არ ჰყავთ. ამის გამო, მოსმენისას ერთერთი ქართველი ეპისკოპოსის და მსოფლიო პატრიარქის საუბრის შინაარსი ვერ გაიგეს.

"13 ნოემბერს, *** ეპისკოპოსი *** დაუკავშირდა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს. საუბარი წარიმართა ბერძნულ ენაზე, რომელიც სავარაუდოდ უკავშირდებოდა საპატრიარქოში დაგემილ ილია მეორის და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრას და საქართველოს
ეკლესიის მხრიდან, უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიის
აღიარების საკითხს. ოტოში არ ყავთ ბერძნულის სპეციალისტი" - ნათქვამია სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაში.


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები