ვის ვირჩევთ და სად ვირჩევთ – II ტურში მონაწილე კანდიდატები30 ოქტომბერს საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური გაიმართება. მოქალაქეები თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბაღდათის, თელავის, თიანეთის, მარტვილის, ოზურგეთის, სენაკის, ქარელის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხაშურის, ხელვაჩაურის და ხობის მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, მეორე ტური ჩატარდება 24 მაჟორიტარულ ოლქში - საკრებულოების 42 წევრის ასარჩევად.