არჩევნები 2021

კობახიძე: ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება

ზუგდიდში შევხვდით ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, საუბარი გვქონდა არჩევნების მეორე ტურზე. ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება და დარწმუნებული ვართ, რომ მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის კასრების საქმით, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას. ეს არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, შესაბამისად, მას საზოგადოებამ უნდა გასცეს სათანადო პასუხი. როგორც გაეცა პასუხი მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ასევე, ამ 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურებში მათ უნდა გაეცეთ საკადრისი პასუხი. ამ ყველაფრის შემოქმედი პოლიტიკური ძალა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იღებდეს ამომრჩევლის ხმას

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.  არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები