არჩევნები 2021

ზუგდიდში 15-დან 9 ოლქი ენმ-მ მოიგო, ერთში მეორე ტური ჩატარდება

ზუგდიდში 15-დან 9 ოლქი ენმ-მ მოიგო, ერთში მეორე ტური ჩატარდება. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა მესამე, მეექვსე, მერვე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე ოლქში. 

მეორე ტური გაიმართება მეოთხე ოლქში. 

პირველ, მეორე, მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე ოლქში კი ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს. 

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს,  წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მეორე ტური გაიმართება მერობის კანდიდატებს ანზორ მელიასა და მამუკა წოწერიას შორის. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ, ანზორ მელიას 46.88 % აქვს, ხოლო მმართველი გუნდის წარმომადგენელ მამუკა წოწერიას 41.15 %. 

ასევე, ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში პროპორციულ ნაწილშიც ლიდერობს.

  • ენმ - 43,16%
  • ქართულ ოცნებას - 40,06%.
  • გახარია-საქართველოსთვის - 10,64% 
  • ლელოს - 1,44% 
  • ევროპულ საქართველოს – 1,04%
  • პატრიოტთა ალიანსს - 0,48% 
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 0,64% 

ცესკოს გვერდზე 109-ვე უბნის მონაცემი აიტვირთა.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები