არჩევნები 2021

წულუკიანი: მავანი ფირქობდა, მთავრობაში იქნებოდა, თუმცა, სხდომა კვლავ ღარიბაშვილმა ჩაატარა

დღეს მავანი ფიქრობდა, რომ იქნებოდა ხელისფლებაში, თუმცა, ახლა დასრულდა მთავრობის სხდომა და კვლავ მთავრობას ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი. შესაბამისად, ეს იმედგაცრუებაც მათ ანგარიშზეა და მათი ბელადი არის ციხეში. მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ვუთხრა ის, რაც პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა იმისთვის, რომ გუშინდლიდან მდგარიყო აქციაზე და ორგანიზება გაეწია სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, რაც ვერ შედგა.

ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩა არის, რამდენიმე მნიშვნელოვან ოლქში მეორე ტურში მონაწილეობა. ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი, როგორღაც, ახერხებენ საკუთარი ქცევის მოწესრიგებას და აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას, ესაა სწორედ დემოკრატია, რომელიც ჩვენ გვინდა. რა თქმა უნდა ისინი მეორე ტურში დამარცხდებიან. იმ სიმშვიდეს, რომლითაც დღევანდელი დილა გათენდა ყველას გილოცავთ.

ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება – კიდევ სად იქნება მეორე ტური ნახეთ აქ.

კომენტარები