არჩევნები 2021

გახარია: ამომრჩეველს არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ ენმ-ს ან ოცნების მხარდაჭერა ვთხოვოთ

ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ის არის წინააღმდეგი ძალაუფლების კონცენტრაციის და ის არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების.

შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭიროს მხარი. თვითონ ფაქტმა, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, მიანიშნა, რომ უარი უთხრეს რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში

ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას დაუჭერენ.

კომენტარები