არჩევნები 2021

კობახიძის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

არჩევნები
ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ კობახიძემ ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"საზოგადოებას ვპირდებით რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში". – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ტაბულას განუმარტეს, რომ არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის დასრულებიდან 3 კვირის ვადაში ჩაინიშნება.

ცესკოს პირველადი მონაცემების მიხედვით, 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – მეორე ტურები გაიმართება. მათგან სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში – პირველ ადგილზე ოპოზიციის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები არიან.

10:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უბნების 74.14%-ია დათვლილი, სადაც ქართულ ოცნებას 47.83% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 30.69% და გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის 7.48%. 

კომენტარები