არჩევნები 2021

ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბანი კვლავ უკომენტაროდ დატოვა [VIDEO]

ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბანი კვლავ, მსგავსად პირველი ტურისა, უკომენტაროდ დატოვა. ივანიშვილმა ხმა მთაწმინდის ოლქში ცოლთან ერთად, ეკა ხვედელიძესთან ერთად მისცა. მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

საქართველოში დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.

კომენტარები