არჩევნები 2021

მდინარაძე: არც ჩვენ დავახევთ კალთებს გიორგი გახარიას თანამშრომლობისთვის

არც ჩვენ დავახევთ კალთებს გიორგი გახარიას თანამშრომლობისთვის. მინდა მივმართო როგორც მის, ასევე ნებისმიერ ამომრჩეველს, რომ წინ არის მნიშვნელოვანი და პრინციპული მეორე ტური. მეორე ტურში დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება გამარჯვება, რომელიც მათივე სპეკულაციურად დასმულ კითხვაზე რეფერენდუმთან მიმართებაში გასცემს საკადრის პასუხს.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელმაც თქვა, რომ ის ამომრჩეველს არ მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს რომელიმე პარტიას მეორე ტურში. 

 

კომენტარები