არჩევნები 2021

პრემიერი: ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის მორჩილი მსახური, დანაშაულებების შემსრულებელი

მათი [ოპოზიციის] ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა, მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნება. ჰგონიათ, რომ, ისე როგორც ატყუებდნენ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ასევე მოატყუებენ. რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო დაეჯერებინა ის ფარსი რაც გუშინ ვიხილეთ.

არც ერთი არ იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის მორჩილი მსახური, ნებისმიერ ბიზნესმენს კითხეთ. ის იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი მძიმე ფინანსრი დანაშაულებებისა. ღამის 2-3 საათზე მიჰყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსებთან, მათ შორის TBC ბანკშიც და ხდებოიდა ბიზნესები გადაფორმება... ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძეც, ეს ყველამ იცის. აქედან გამომდინარე, ეს ფარსი, რაც ვიხილეთ, ენმ-ს გუნდის პრეზენტაციაა. ისინი 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდებიან.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ, გუშინ, 20 ოქტომბერს, წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ საუბრისას, რომელიც ექსპარტიულია. მასში ერთიანდებიან ენმ-ს, ევროპული საქართველოსგირჩი - მეტი თავისუფლების, დროას, ლელოსა და ერთიანი საქართველოს წევრები.

კომენტარები