არჩევნები 2021

დეკანოიძე წულუკიანზე: ამ ქალის ამაზრზენ არსებობას საზღვარი არ აქვს

გულწრფელად მინდა გითხრათ, ამ ქალის ამაზრზენ არსებობას საზღვარი არ აქვს და რა დამოკიდებულება აქვს ქუთაისთან, ეს ძალიან კარგად ჩანს პირველ რიგში. მე არ ვაპირებ ამ განცხადებაზე პასუხი გავცე, ეს არის ამაზრზენი სახელმწიფო მოხელის განცხადება. 

ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომელმაც ამომრჩეველს მეორე ტურში მობილიზაციისკენ მოუწოდა და თქვა რომ "ქუთაისი, ქართული კულტურის აკვანი, კაციჭამიების ხელში არ უნდა ჩავარდეს". 

 ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება - კიდევ სად იქნება მეორე ტური ნახეთ აქ.

კომენტარები