არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: მოვუწოდებდი მეჭიაურს, გზა დაუთმოს ქართული ოცნების ახალგაზრდა კანდიდატს

ირაკლი ღარიბაშვილი/თამაზ მეჭიაური

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თიანეთის ყოფილ მერს და ქართული ოცნების ყოფილ წევრს, თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს, რომ არჩევნების მეორე ტურზე მან სახელისუფლებო კანდიდატს, ლევან წიკლაურს დაუჭიროს მხარი. 

ღარიბაშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ახალ წევრს უპირისპირდება. 

"მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და ნაციონალების წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, არჩევანს გააკეთებს და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას".- ამბობს ღარიბაშვილი. 

არჩევნების პირველ ტურში, ქართული ოცნების კანდიდატმა, ლევან წიკლაურმა ხმების 43.19% აიღო, ხოლო თამაზ მეჭიაურმა 30.09%.  არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 

 

კომენტარები