არჩევნები 2021

წულუკიანი ჟურნალისტს: ნუ ნერვიულობთ, წინ კიდევ ბევრი ნერვიულობა გელით

თეა წულუკიანი

"განერვიულებულია მთავარი არხის ჟურნალისტი, იმიტომ რომ დამარცხდა და ნუ გწყინთ. ნუ ნერვიულობთ, წინ კიდევ ბევრი ნერვიულობა გელით".- ასე მიმართა ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელიც მთავრობის სხდომაზე მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა. 

წულუკიანის თქმით, წინ 30 ოქტომბერია, მეორე ტური და ჟურნალისტს ურჩია რომ "ცოტა ნერვები შემოინახოს".

კითხვაზე, როდის დააბრუნებს ის მთავარი არხის მიკროფონს, წულუკიანი პასუხობს, რომ ჟურნალისტ ემა გოგოხიას ის შეუძლია ნებისმიერ დროს წაიღოს. 

"ქალბატონ ემას შეუძლია ეს მიკროფონი ჩემგან ნებისმიერ დროს წაიღოს. ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში, რა თქმა უნდა, ის შეძლებს, იმიტომ რომ თქვენ, ემა გოგოხიამ და თქვენმა ბელადმა, რომელიც ციხიდან გესაუბრებათ, განიცადეთ პოლიტიკური კრახი".- ამბობს თეა წულუკიანი. 

22 ივლისს თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნა. ჟურნალისტ ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან. 


ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება - კიდევ სად იქნება მეორე ტური ნახეთ აქ.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები