არჩევნები 2021

"30 ოქტომბრის არჩევნებსა და სააკაშვილზე ვისაუბრეთ" – ნაციონალური მოძრაობა ელჩებს შეხვდა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სასტუმრო რუმსში სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს შეხვდნენ. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, შეხვედრის თემა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, დაკავებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო.

"ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის ქომაგებს შევხვდით, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს და, რა თქმა უნდა, ყველა აქტუალურ საკითხზე ვისაუბრეთ დეტალურად, დაწვრილებით. ძირითადად საკითხი ეხებოდა 30 ოქტომბრის არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და სხვა დანარჩენ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში აქტუალურია. მინდა გულწრფელად გითხრათ ერთი რამ, რომ ელჩები არიან ძალიან ინფორმირებული, დეტალურად ინფორმირებული, არა ნაკლებ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი". – თქვა ნიკა მელიამ.

შეხვედრის შემდეგ ენმ-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ მას ვაშინგტონიდან ჩამოსული საქართველოს მეგობრებიც ესწრებოდნენ.

ელჩებთან შესახვედრად ასევე მივიდნენ პარტია ლელოსა და მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებიც.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები