არჩევნები 2021

ვის ვირჩევთ და სად ვირჩევთ – II ტურში მონაწილე კანდიდატები

არჩევნები 2021

ვის ვირჩევთ და სად ვირჩევთ – II ტურში მონაწილე კანდიდატები

30 ოქტომბერს საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური გაიმართება. მოქალაქეები თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბაღდათის, თელავის, თიანეთის, მარტვილის, ოზურგეთის, სენაკის, ქარელის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხაშურის, ხელვაჩაურის და ხობის მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, მეორე ტური ჩატარდება 24 მაჟორიტარულ ოლქში - საკრებულოების 42 წევრის ასარჩევად.

პირველი ტურის მონაცემებით, ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან ორში (ბათუმი და ქუთაისი) პირველ ადგილზე ოპოზიციის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები არიან, ისევე როგორც ოთხ თვითმმართველ თემში - ზუგდიდი, ბაღდათი, სენაკი და წალენჯიხა. 

ოცი მუნიციპალიტეტიდან ჩვიდმეტში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ქართულ ოცნებასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატებს შორის მოუწევთ. სამ თემში კი, მმართველი გუნდის კონკურენტი სხვა გუნდის წარმომადგენელია - ცაგერში გიორგი გახარიას პარტიის წევრი, თიანეთში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური, ხოლო ოზურგეთში - დამოუკიდებელი კანდიდატი.

გთავაზობთ იმ თვითმმართველ ქალაქებსა და თემებს, სადაც მეორე ტურები გაიმართება. ასევე, მონაწილე კანდიდატებს და მათ პირველ ტურში მიღებულ შედეგებს.

თბილისი

  • კახა კალაძე (ქართული ოცნება) - 45.006%
  • ნიკა მელია (ენმ) - 34.011%

ქუთაისი

  • ხატია დეკანოიძე (ენმ) - 43.335%
  • იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) - 41.45%

ფოთი

  • გიორგი უგულავა (ენმ) - 38.096
  • ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) - 46.846%

რუსთავი

  • დავით კირკიტაძე (ენმ) - 43.544%
  • ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) - 44.839%

ბათუმი 

  • გიორგი კირთაძე (ენმ) - 46.965%
  • არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) - 41.075%

ზუგდიდი

  • ანზორ მელია – (ენმ) 46.88%
  • მამუკა წოწერია – (ქართული ოცნება) 41.15%

ბაღდათი

  • კახა ენუქიძე (ქართული ოცნება) – 49.533%
  • გიორგი რობაქიძე (ენმ) – 35.883%

თელავი

  • ლევან ანდრიაშვილი (ქართული ოცნება) – 46.75%
  • გიორგი ბოტკოველი (ენმ) – 45.43%

თიანეთი

  • ლევან წიკლაური (ქართული ოცნება) – 43.2%
  • თამაზ მეჭიაური (ერთიანი საქართველოსთვის) – 30.1%

მარტვილი

  • თორნიკე ჯანაშია (ქართული ოცნება) – 43.757%
  • თეიმურაზ ჯანაშია (ენმ) – 36.292%

ოზურგეთი 

  • ავთანდილ თალაკვაძე (ქართული ოცნება) – 44.221%
  • კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი) – 28.987%

სენაკი 

  • კობა ნაყოფია (ენმ) – 42.35%
  • ვახტანგ გადელია (ქართული ოცნება) – 40.25%

ქარელი

  • ზაზა გულიაშვილი (ქართული ოცნება) – 45.77%
  • ნიკოლოზ ახალკაცი (ენმ) – 34.07%

ჩხოროწყუ 

  • დათო გოგუა (ქართული ოცნება) – 43.3%
  • ბადრი ქარჩავა (ენმ) – 35.3%

ცაგერი

  • გიორგი ნემსაძე (ქართული ოცნება) – 49.34%
  • ბესარიონ ბენდელიანი (საქართველოსთვის) – 35.02%

წალენჯიხა

  • გიორგი ხარჩილავა (ენმ) – 39.68%
  • გოგა გულორდავა (ქართული ოცნება) – 38.23%

წყალტუბო 

  • გენადი ბალანჩივაძე (ქართული ოცნება) – 48.52%
  • ზაზა მეტრეველი (ენმ) – 42.55%

ხაშური

  • თენგიზ ჩიტიაშვილი (ქართული ოცნება) – 43.77%
  • იოსებ ბუაძე (ენმ) – 34.63%

ხელვაჩაური

  • ზაზა დიასამიძე (ქართული ოცნება) – 43.7%
  • მიშა ბოლქვაძე (ენმ) – 39.6%

ხობი

  • დავით ბუკია (ქართული ოცნება) – 46.83%
  • ბესიკ შენგელია (ენმ) – 33.84%

მერის არჩევნების გარდა, მეორე ტური გაიმართება 24 მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის, საბურთალოზე ავთანდილ ცინცაძეს (ქართული ოცნება) და ბორის ყურუას (გირჩი, ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი) შორის. ამომრჩეველი ჯამში 24 საკრებულოს 42 წევრს აირჩევს.

მაჟორიტარული არჩევნების II ტური გაიმართება:

  • თიანეთის N1 მაჟორიტარულ ოლქში თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრს ნანა ცალუღელაშვილსა და ქართული ოცნების წევრს, ზვიად ზვიადაურს შორის.
  • ახმეტის N3 მაჟორიტარულ ოლქში მალხაზ მაჩალიკაშვილს (ენმ) და ელდარ ბაღაკაშვილს (ქართული ოცნება) შორის.
  • ყვარლის N9 ოლქში მამუკა ბერიაშვილსა (ქართული ოცნება) და რატი ტურაშვილს (გახარია-საქართველოსთვის) შორის.
  • რუსთავის N6 ოლქში გრიგოლ ვეფხვაძესა (ქართული ოცნება) და ერეკლე დოლიძეს (გახარია-საქართველოსთვის) შორის. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქართულ ოცნებას რუსთავის საკრებულოში 15 დეპუტატი ჰყავავს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას - 3. გამარჯვების თუ დამარცხების შემთხვევაში, საკრებულოს უმრავლესობის დაკომპლექტება პარტიის საქართველოსთვის წევრებზე იქნება დამოკიდებული.
  • დუშეთის N1 ოლქში გიორგი ინაშვილს (ქართული ოცნება) და იოსებ ბუჩაშვილს (ენმ) შორის.
  • კასპის N5 ოლქში ბადრი ჯანიაშვილს (ქართული ოცნება) და ვალერი ბაკიძეს (ენმ) შორის.
  • ქარელის N1 და N3 ოლქებში, შესაბამისად, ყარამან როინაშვილს (ქართული ოცნება) და თემურ ხოსრუაშვილს (ენმ) და მურთაზ ცისკაძეს (ენმ) და გიორგი გრიგალაშვილს (ქართული ოცნება) შორის.
  • ხაშურის N7 ოლქში დავით მეტრეველს (ქართული ოცნება) და თემურ ვარდოშვილს (ენმ) შორის.
  • ონის N4 და N7 ოლქებში, მადლენა მეტრეველს (ქართული ოცნება) და თამაზ მეტრეველს (გახარია საქართველოსთვის) და მამუკა ყავლაშვილს (ქართული ოცნება) და თეიმურაზ დევიძეს (ლელო) შორის.
  • ლენტეხის N5 ოლქში ბერდია ზურაბიანს (ქართული ოცნება) და გიორგი შავრეშიანს (თავისუფალი საქართველო) შორის.
  • სამტრედიის N8 ოლქში - პაატა კოხრეიძეს (ქართული ოცნება) და ალექსანდრე კოხრეიძეს შორის (ენმ)
  • ჭიათურის N 12 ოლქში - ვახტანგ ცუცქირიძეს (ქართული ოცნება) და რემი ბიწაძეს (ნინო ბურჯანაძის პარტია) შორის.
  • წყალტუბოს N11 ოლქში - რევაზ დიდავას (ქართული ოცნება) და ლადო ყაველაშვილს (ენმ) შორის.
  • მეორე ტურები ჩატარდება ოზურგეთის N1, N6, N11 და N12 ოლქებში. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლელა საჯაია (ქართული ოცნება) და გიორგი სირაძე (გახარია-საქართველოსთვის), რაინდი დუმბაძე (ენმ) და გიორგი ჩაგანავა (ქართული ოცნება), ნინო მახარაძე (ქართული ოცნება) და დათა მიქელაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი), ტიტე მგელაძე (ქართული ოცნება) და შალვა თავდიშვილი (ენმ).
  • სენაკის N3, N8 ოლქებში II ტურები გაიმართება ლაშა კუჭავას (ენმ) და გიგა წურწუმიას (ქართული ოცნება), ასევე, მამუკა აბშილავას (ენმ) და შაქრო კოკაიას (ქართული ოცნება) შორის. სენაკის საკრებულოში ამ დროისთვის ქართულ ოცნებას 14 წევრი ჰყავს, ენმ-ს კი - 13. თუ მმართველი გუნდი ორივე ოლქში დამარცხდება, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მეტი დეპუტატი ეყოლება, თუმცა, ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, ვის შეუქმნის უმრავლესობას ის ოთხი წევრი, რომელიც საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიიდან მოხვდა.
  • მარტვილის N3, N8 და N9 ოლქებში არჩევნები ტარდება გიორგი გაბუნიას (ქართული ოცნება) და კობა ასაბაშვილს (ენმ), ზურაბ ბიგვავას (გახარია-საქართველოსთვის) და მინდია გაბისონიას (ქართული ოცნება), ასევე, გოგი ბასილაიას (ქართული ოცნება) და სოსო სურმავას (ენმ) შორის.
  • ჩოხატაურის N10 ოლქში - ზვიად მამალაძეს (ქართული ოცნება) და მამუკა ჯინჭარაძეს (გიორგი გახარიას პარტია) შორის.
  • ზუგდიდის N4 ოლქში - ზვიად ჯღარკავას (ენმ) და ირაკლი ჯანაშიას (ქართული ოცნება) შორის. პირველი ტურის მონაცემით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდის საკრებულოში 22 დეპუტატი ჰყავს, 19 - ქართულ ოცნებას, ხოლო 3 - გიორგი გახარიას პარტიას. იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდის N4 ოლქში ზვიად ჯღარკავა გაიმარჯვებს, ენმ უმრავლესობის დაკომპლექტებას გიორგი გახარიას პარტიის გარეშე შეძლებს. 
  • წალენჯიხაში II ტური ხუთ ოლქში გაიმართება. N1 ოლქში ვალერიანე კვარაცხელიას (ქართული ოცნება) და გელა აბულაძეს (გახარია-საქართველოსთვის) შორის, N4-ში ლირა ღურწკაიას (ქართული ოცნება) და მამუკა მიქავას (ენმ) შორის, N5-ში  ნანა კეკუას (ქართული ოცნება) და ბელა კვირკვიას (ენმ) შორის, N6-ში ვლადიმერ კვარაცხელიას (ქართული ოცნება) და რომან კვარაცხელიას (ენმ) შორის, ხოლო N9 ოლქში ბაკურ სონგულიას (ქართული ოცნება) და დათო მესხიას (ენმ) შორის. წალენჯიხის საკრებულოში ქართულ ოცნებას უკვე 10 დეპუტატი ჰყავს, ენმ-ს 8, გიორგი გახარიას პარტიას 3, ხოლო ლელოს - 1.
  • მეორე ტური ჩატარდება ჩხოროწყუს N1, N2, N5, N6, N7 მაჟორიტარულ ოლქებშიც - ჯანო პერტაია (ქართული ოცნება)  რამაზ გულუას (ენმ) წინააღმდეგ, მამუკა ფიჩხაია (ქართული ოცნება) ვარლამ სიჭინავას (ენმ) წინააღმდეგ, შოთა წურწუმია (გახარია-საქართველოსთვის) დათო კვირტიას (ქართული ოცნება) წინააღმდეგ, ტარიელ შენგელია (გახარია-საქართველოსთვის) ნუგზარ ჯალაღონიას (ქართული ოცნება) წინააღმდეგ, აჩიკო ცირამუა (გახარია-საქართველოსთვის) გოგა თოლორდავას (ქართული ოცნება) წინააღმდეგ.  
  • ქედის N2 ოლქში II ტური ჩატარდება - ევგენ ცინცაძეს (ენმ) და ოთარ ხარაძეს (ქართული ოცნება) შორის.
  • ხელვაჩაურის N5 და N6 ოლქებში - მამუკა ჯევაიშის (ენმ) და ელიზბარ ზოიძეს (ქართული ოცნება), დავით დუმბაძეს (ენმ) და შოთა ფუტკარაძეს (ქართული ოცნება) შორის.
  • ხულოს N1 და N2 ოლქებში - ირაკლი ბოლქვაძეს (გახარია-საქართველოსთვის) და ლევან მახარაძეს (ენმ), ასევე, ნადიმ დეკანაძეს (ქართული ოცნება) და თენგიზ შანთაძეს (ენმ) შორის.

30 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 2 088 722 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარები