5 ივლისი

5 ივლისიდან 5 ივლისამდე – როგორ გაუარესდა მედიაგარემო საქართველოში

5 ივლისი

5 ივლისიდან 5 ივლისამდე – როგორ გაუარესდა მედიაგარემო საქართველოში

დღეს 2022 წლის 5 ივლისია, გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მედიაგარემო საგრძნობლად გაუარესდა. შარშან განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები ჯერაც არ აღძრულა. მეტიც, ისინი კვლავ იმუქრებიან პუტინისტური ტელევიზიიდან, რეგიონებში ოფისებს ხსნიან და ამბიონიდანაც ქადაგებენ. ხელისფლება ამის პარალელურად მედიამენეჯერებს დევნის და ციხეში სვამს. ქართული ოცნების დეპუტატები კი უკვე ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ.

რა მოხდა 5 ივლისს

2021 წლის 5 ივლისს TBILISI PRIDE-ს მიერ ორგანიზებული ღირსების მარში ვერ შედგა.  მარშის არჩატარების გადაწყვეტილება  ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. თუმცა, პუტინისტური ჯუფებისთვის გადამწყევტი იყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

ამის შემდეგ ორკები თავს დაესხნენ ოპერატორებს, ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჯამში, მთელი დღის განმავლობაში 53 ჟურნალისტი დაშავდა. ზოგი მათგანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა დაშესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა17 ივლისს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ "ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ".  მან მედიის პროტესტი  კვლავ სააკაშვილისა და მისი რადიკალური ჯგუფის სპეკულაციად მოიხსენია

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღესვე, 11 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების ამსახველი კადრები გაავრცელა. უწყება ამტკიცებდა, რომ ლაშქარავა ჯერ აფთიაქში, შემდეგ ფონიჭალაში იყო, სახლში კი, მათივე მტკიცებით, სავარაუდოდ, არაფხიზელი დაბრუნდა. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყება ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავების გამო დააჯარიმა. საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2021 წლის ანგარიშში აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა, რომ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მიმართული იყო ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციის და არა გარდაცვალების მიზეზის დადგენისკენ.

სასამართლო პროცესები:

5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, აქედან 53 მედიის წარმომადგენელი, თუმცა სახელმწიფომ მხოლოდ 27 ორკი დააკავა.

სასამართლო განხილვები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მოძალადეები თავს უდანაშაულოდ აცხადებდნენ და მეტიც, იმუქრებოდნენ კიდეც: 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და მონაწილე ორკების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა, მონიტორინგის არეალი მოიცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე ოთხ საქმეს. მონიტორინგის ფარგლებში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მონიტორი 15 სასამართლო სხდომას დაესწრო.

მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონელი იყო.

"აღსანიშნავია, რომ სასამართლო მონიტორინგისას მოძალადეების დაცვის მხარის არგუმენტაციაც სწორედ ღარიბაშვილის განცხადებას ემყარებოდა, რომ "სახელმწიფოს პოზიცია და ნება განცხადებული ჰქონდა" და, შესაბამისად, ღირსების მარშის კონტრაქციაში მონაწილეობა გამართლებული იყო.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, წინასწარ ორგანიზებული სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ არის დაკავებული.

ხელისუფლების დამოკიდებულება მედიასთან:

ივლისში განვითარებული მოვლენების შემდეგ მედიაგარემო საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა.  მოიმატა ძალადობის და ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ფაქტებმა და არამხოლოდ მთავრობის მიერ წახალისებული პირების მხრიდან.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე ღიად დაიწყეს აგრესიის გამოხატვა.

სახელისუფლებო გუნდიდან გამოირჩევა კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას ტელევიზიის კუთვნილი მიკროფონი 22 ივლისს წაართვა და თვეების შემდეგ დაუბრუნა. მან არაერთხელ მიაყენა შეურაცხყობა ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს და მეტიც, კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მხოლოდ სამთავრობო მედიები დაუშვა.

კულტურის მინისტრს არ ჩამორჩება დედაქალაქის მერი, რომელიც ჟურნალისტების მიმართ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა.

ქართული ოცნების დამოკიდებულება მედიის წარმომადგენლების მიმართ, თითქმის ერთნაირია:

ერთი წლის განმავლობაში არაერთი თავდასხმა მოხდა სხვადასხვა ტელევიზიების გადამღებ ჯგუფებზე:

ასევე, 2021 წლის 30 სეტქემბერს, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით". 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩმნევს, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული დავა ფორმულაზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.

მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებაა -  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული: ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა. მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

ნიკა გვარამიას საქმე და მედიაგარემო იყო ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მომზადებულ რეზოლუციაში. დოკუმენტში ასევე წერია, რომ სასამართლო საქმეები იქნა აღძრული კრიტიკულად განწყობილი მედის მფლობელების ან მათი ახლობლების წინააღმდეგ, მათ შორის არის ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი და TV პირველის დამფუძნებელი ვატო  წერეთელი. 

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ დასკვნაში საუბარია საქართველოში არსებულ მედიის თავისუფლებაზე. დასკვნის მიხედვით, ბოლო პერიოდში გახშირდა ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები, ხოლო მედიის მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული საქმე ხელს უშლის მედიის მუშაობას

"მედიის გარემო ძირითადად პლურალისტურია, თუმცა დაშინება, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე გაიზარდა, განსაკუთრებით დემონსტრაციებისა და საარჩევნო აქციების კონტექსტში, ხოლო გამოძიება არის ბუნდოვანი. სამართალწარმოება და გამოძიება ოპოზიციური მედიის მფლობელების წინააღმდეგ გახშირდა. ბოლო დროინდელ განაჩენებს შიშის მომგვრელი ეფექტი აქვს კრიტიკული მედიის მუშაობაზე. საჭიროა მედიის მარეგულირებელზე (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) კანონმდებლობის გათანაბრება ევროპულ სტანდარტებთან". – წერია ევროკომისიის დასკვნაში.

მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ევროკომისიამ საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიანიჭა

ისიც უნდა ითქვას, რომ პრობლემები მხოლოდ ოპოზიციური მედიების წარმომადგენლებს არ ექმნებათ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, იმედა დარსალია, სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შესაძლო დისკრიმინაციის დადგენის განაცხადით მიმართავენ. ისინი გადაცემა ახალი კვირის სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევასა და .. შავ სიებზე დაიწყეს საუბარი. 

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა საქართველოში 2021 წელთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად მიმოხილულია 2021 წელს ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, გაუარესდა გასული წლის განმავლობაში. ვრცლად არის მიმოხილული 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმა. 

საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. შედეგების თანახმად, საქართველოში, გასულ წელთან შედარებითპრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა.

ორგანიზაციის ცნობით, 2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების უპრეცედენტო რაოდენობა იყო. მათი თქმითხშირი იყო როგორც სიტყვიერი თავდასხმები, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. თავდამსხმელებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს.

RSF-ის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, საქართველოს პრემიერმინისტრმა მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ  პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში "უდავო ლიდერია".

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, საქართველოში მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.

"აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობასჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება". – წერს ქარტია განცხადებაში.

მიუხედავად კრიტიკული ანგარიშებისა და ევროკომისიის დასკვნისა ქართული ოცნება აგრძელებს ოპოზიციურ მედიაზე ზეწოლას.  ალტ-ინფოს წევრების შემდეგ ძალადობაზე ქართული ოცნების დეპუტატები გადავიდნენ. TV პირველის დამფუძნებლისვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ- საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ- ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ- საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაშიადანაშაულებს. ქართული ოცნება უკვე რამდენიმე დღეა დეპუტატის მხრიდან ძალადობას "ქართველი კაცის ღირსების დაცვით" ამართლებს.

ტაბულა საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე არასამთარობო ორგანიზაციებს ესაუბრა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ  მთელი 2021 წლელს მედიაზე ფიზიკური ტავდასხმები გახშირდა, 5 ივლისის კი ამის კულმინაცია იყო.  მისივე თქმით, დღემდე გამოძიება ეფექტური არ არის, რადგან ორგანიზატორებთან დაკავშირებით სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია.

"როგორც ხელისუფლება გვეუბნება, თურმე 30 ადამიანის ჩადენილი ყოფილა 5 ივლისის მოვლენები და ამდენი ადამიანია დღეისთვის მოძიებული. თუმცა მოძალადე ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია და სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ყველა მოძალადე ყოფილიყო მოძიებული და დასჯილი. განსაკუთრებით საგანგაშო და საყურადღებოა მეორე ნაწილი ამ საქმის და ეს სეეხება ორგანიზატორებს, რომელთა მიმართებითაც პირდაპირ არსებობს საჯარო მტკიცებულებები, თუ როგორ მოუწოდებნენ ეს ადამიანები სხვებს, როგორ უნდა ეძალადათ ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე. არც ერთი ორგანიზატორი არ არის დასჯილი და ამ დროის განმავლობაში რას აკეთებს სახელმწიფო და რატომ არ იძიებს. ამასთან დაკავშორებით სერიოზული კითხვისნიშნები არსებობს".- ამბობს სიმონიშვილი.

მისივე თქმით, კითხვის ნიშნებს ის გარემოება აჩენს, რომ ძალადობის ფაქტები არამხოლოდ წაახალისა პრემიერმინისტრმა, არამედ პირდაპირ სახელმწიფომ დაუშვა, რომ ეს მომხდარიყო. სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ შსს-ს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ძალადობის პრევენცია მომხდარიყო და შემდეგ სრულფასოვნად გამოეძია.

"აქედან გამომდინარე, ორგანიზატორების პასუხიმგებლობამ, შესაძლოა ჩვენ მიგვიყვანოს სახელმწიფოს პასუხიმგებლობამდე არამხოლოდ, არამედ სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ან სხვა ტანამდებობის პირების უფრო მკაცრ და მძიმე ფორმის სამართალდაღვევამდე".- ამბობს სიმონიშვილი და აღნიშნავს, რომ 5 ივლისის მოვლენების გამოუძიებლობა სხვა ძალადობის წაქეზების წინაპირობა გახდა.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო აქამდე რბილად ცდილობსა მედიის საქმიანობაში ჩარევას, გასული წლიდან მოყოლებული "მედიასთან ანგარიშსწორების მეთოდებს პრემიერმინისტრის ხელი დაეტყო".

"ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიხშირითა და აგრესიით ესხმიან თავს... შესაბამისად ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ ძალისმიერ ფორმებს იყენებს არაპირდაპირ, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ სახლემწიფო, ახალისებს, მეორეს მხრივ უშვებს იმას, რომ ჩადენილ იყოს ასეთი დანაშულები და მესამე მხრივ, არ იძიებს ამას და მოძალადეები რჩებიან დაუსჯელები".- ამბობს სიმონიშვილი.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წარმომადგენელი, ნათია კაპანაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ 5-6 ივლისი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია და ერთი წლის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ სახლემწიფოს ზომები მიეღო, პირიქით, ხელისუფლებამ უარი თქვა მედიისთვის ნდობის გამოცხადებაზე და მედიის აღიარებაზე მეოთხე ხელისუფლებად.

მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი უკუსვლა განიცადა ჟურნალისტების უფლებების დაცვის საკითხმა.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიაგარემოს გაუარესება დამატებით გამოიწვია იმანაც, რომ პანდემიიდან გამოწვეული ცვლილებები, სამწუხაროდ ხელისუფლებამ გამოიყენა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სტანდარტის უკუსვლისთვის და ჩვენ დღეს გვაქვს გვაქვს შემთხვევა, როდესაც არათუ სამ დღეში და 10 დღის შემდეგ, ჟურნალისტებს მასობრივად არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე და კიდევ უფრო რთული ფორმა მიიღო მას შემდეგ,  რაც სამინისტროებმა და მინისტრების ნაწილმა უარი თქვა ჟურნალისტების დაშვებზე ბრიფინგებზე".- ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში, სახელმწიფო ამ ფაქტებზე არ რეაგირებს და კრიტიკის ადრესატები მიიჩვევენ, რომ მათ შეუშალეს ჟურნალიტებს საქმიანობაში. კაპანაძე მდგომარეობის გამოსწორების კუთხით გამოსავალს რეკომენდაციების შესრულებაში ხედავს, რომელიც ევროპასტან ინტეგრაციის პროცესს ეხება.

"პირველ რიგში, უნდა შეწყდეს მედიამენეჯერების და ჟურნალისტების მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული საქმეების წარმოება. ეს ეხება როგორც სისხლის სამართლის საქმეს, ასევე სამოქალაქო სამართლებრივ დავებს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამ საქმეში არის ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული პასუხიმგებლობა, ცხადი გახადოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ნიკა გვარამიას შეწყალებით გადადგას ღია და საჭირო ნაბიჯი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში და გარდა ამისა, ვფრიქრობთ, რომ არსებობს სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმები იმისთვის რომ ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

მეორე ნაბიჯი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაზეც ხელისუფლებას მოუწევს გააკეთოს აქცენტი და დაუბრუნდეს საკითხების შესწავლას, ეს არის 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიება და ორგანიზატორ პირთა გამოვლენა და მათი სამართლებრიად დასჯა და რა თქმა უნდა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გამოძიება, როგორიც არის ფარული მიყურადების საქმეები".- ამბობს ნათია კაპანაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის ქართული კანონმდებლობის დახვეწაც გამოწვევაა.

"მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ მედიის თვითრეგულირების განვითარებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გაიზარდოს მარეგულირებელი კომისიის მანდატი, არ უნდა ჩაერიოს მაუწყებელთა შინაარსში და ამის საპირისპიროდ, უნდა განვავითაროთ მედიაორგანიზაციები არასამთავრობო ირგანიზაციების ჩართულობით განვავითაროთ თვითმარეგულირებელი ორგანოს ფუნქციური დატვირთვა და ავირიდოთ თავიდან მედიის რეგულირების ის შესაძლო რისკები, რაც ჩვენ უკვე გასულ პერიოდებში ვნახეთ".- თქვა კაპანაძემ. 

კომენტარები