თავდასხმა ჟურნალისტზე

ზალკალიანი ჟურნალისტს: აბა, მითხარით, მამისგან მოდის [კითხვა]? ის გეუბნებათ?

დავით ზალკალიანი
ინტერპრესნიუსი

"აბა, მითხარით, მამისგან მოდის ეს [კითხვა]?"- ასე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავარი არხის ჟურნალისტ თათია წოწონავას, რომელიც "შერიგებასთან" დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე კითხვის დასმას ცდილობდა. 

ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა: თუ რატომ განსხვავდებოდა პრემიერმინისტრის რიტორიკა პრეზიდენტის გზავნილებისგან, რაზეც ზალკალიანმა უპასუხა: 

"თქვენ ჩემზე ზრუნავთ, ძალიან გაღელვებთ ჩემი ბედი და აბა მითხარი, მამისგან მოდის ეს [კითხვა] თუ იმისგან, რა ჰქვია, ის გეუბნებათ? თქვენი მამა კოლეგა იყო ჩვენი და რავიცი, შვილი და მამები, რა ვიცი..."- თქვა ზალკალიანმა. 

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მას თავად შეუძლია კითხვის დასმა, ზალკალიანმა უპასუხა - "როგორ არა, აბა რა.."

ზალკალიანს ჟურნალისტის მამა, დიპლომატი, ოდესაში საქართველოს ყოფილი კონსული, მანუჩარ წოწონავა FACEBOOK-ზე გამოეხმაურა. 

"არასდროს არ მიკადრებია ჩემს საქმეებში შვილის გარევა, ასეთი მარტივი ჭეშმარიტება თუ ვინმესთან მექნებოდა ასახსნელი, მით უმეტეს ყოფილ კოლეგასთან და თანამდებობის პირთან, ნამდვილად არ მეგონა. თანამდებობები წარმავალია ჩემო დათო, მთავარია სახის შენარჩუნება, დამიჯერე, ამ შენი კომენტარით კი შენს თავს უფრო მიაყენე შეურაცხყოფა, ვიდრე მე, ან მით უმეტეს ჩემს შვილს".- წერს წოწონავა

კომენტარები