ჟურნალისტებზე თავდასხმა

თბილისში ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ფორმულა

ფორმულას ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

როგორც ტელეკომპანიის რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი აბაშიძის ქუჩაზე კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო რომ ფორმულას თანამშრომლები იყვნენ. 

ფორმულას ინფრომაციით, ნაცემია 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება ნანო ჩაკვეტაძესაც.

დამატებითი დეტალების მისაღებად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები