პუტინისტური ჯგუფები ორგანიზაცია Tbilisi Pride-ის ოფისის აივანზე აცოცდნენ და LGBTQ+ დროშა ჩამოხიეს. ამავდროულად, პუტინისტებმა ოფისს ალყაც შემოარტყეს. ფორმულას რეპორტიორის ცნობით, ადგილზე სამართალდამცველები არ არიან მობილიზებულები. იქამდე ძალადობრივი ჯგუფი სირცხვილიას ოფისის სადარბაზოში შევარდა და მის დარბევას შეეცადა, ჩაამტვრიეს მინაც და თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს.
როგორც Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, ოფისში მათი არცერთი წევრი არ იმყოფება.