5 ივლისიდან 5 ივლისამდე – როგორ გაუარესდა მედიაგარემო საქართველოშიდღეს 2022 წლის 5 ივლისია, გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მედიაგარემო საგრძნობლად გაუარესდა. შარშან განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები ჯერაც არ აღძრულა. მეტიც, ისინი კვლავ იმუქრებიან პუტინისტური ტელევიზიიდან, რეგიონებში ოფისებს ხსნიან და ამბიონიდანაც ქადაგებენ. ხელისფლება ამის პარალელურად მედიამენეჯერებს დევნის და ციხეში სვამს. ქართული ოცნების დეპუტატები კი უკვე ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ.