5 ივლისი

კირთაძე 5 ივლისზე: ორგანიზატორები კვლავ ქართული ოცნების სამსახურში აგრძელებენ საქმიანობას

5 ივლისის საზარელი დარბევიდან 2 წლის თავზე ხელისუფლებამ არათუ ორგანიზატორები არ დასაჯა და მხოლოდ რიგითი შემსრულებლების არასათანადო დასჯით შემოიფარგლა, არამედ ეს ადამიანები კვლავ ქართული ოცნების სამსახურში, მისი ძალადობრივი მანქანის ნაწილად აგრძელებენ საქმიანობას, ერჩიან პოლიტიკურ ოპონენტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიას და ამ გზით ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ეს იყო საზოგადოების შიგნით არსებული დაპირისპირება. ამ ვითარებიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი - მოძალადე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს დემოკრატიული გზით. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე საუბრისას. 

კომენტარები