პრაიდის კვირეული

5 ივლისის ძალადობაში ბრალდებულ 6 ორკს ერთი წელი, მეშვიდეს კი ერთი წელი და 6 თვე მიესაჯა

interpressnews

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობირივი ქმედებებისთვის დაკავებული 7 პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. განაჩენი მოსამართლე ვალერიან ბუგიანიაშვილმა გამოიტანა.

3 პუტინისტს ბრალად ჟურნალისტებზე ძალადობა ედებოდათ, დანარჩენებს კი 5 ივლისს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეზე.

თითოეულ დაკავებულს ძალადობის ორგანიზების მუხლი გადაუკვალიფიცირდა ძალადობაში.

  • ირაკლი წიგნაძეს ბრალდება 225-ე მუხლიდან 126-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და სასჯელის ზომად განესაზღვრა - 1 წელი.
  • ბაქარი მაისურაძე - 225-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 126 დანაშაულის - სასჯელის ზომად განესაზღვრა - 1 წელი.
  • ნიკოლოზ დადვანი - 225-ე მუხლიდან 126 ზე გადაკვალიფიცირდა - სასჯელის ზომად განესაზღვრა - 1 წელი.
  • მუხრან დადვანი - სასჯელის ზომად განესაზღვრა - 1 წელი.
  • თორნიკე გაბელიანი - სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
  • ვანო ბურდული - 225-ე ასევე 126-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა და სასჯელის ზომად განესზღვროს 1 წლით და 6 თვის ვადით.
  • დავით ქოჩიაშვილი - 225-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 126 - მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს - 1 წელი.

4 აპრილს, საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში 7 ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულებს, გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიასა და ზაზა მჭედლიძეს 1 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდათ, ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს კი 1 წლითა და 2 თვის ვადით. უშანგი დათუნაშვილს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. მათი სასჯელის ვადას კი უკვე მოხდილი დღეების რაოდენობა გამოაკლდება.


2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

კომენტარები