პრაიდის კვირეული

ორკს, რომელმაც ტაბულას ჟურნალისტს კეტი ჩაარტყა, 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ტაბულა

პუტინისტური დაჯგუფების წევრს, რომელმაც 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას თავსა და ზურგში კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა, 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი სასჯელის ვადას გამოაკლდება საპატიმროში გატარებული პერიოდი. განაჩენი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოიტანა.

მოსამართლემ პუტინისტ ზაზა მჭედლიძეს, ისევე, როგორც სხვა ბრალდებულებს, ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა და მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ.

სასამართლომ 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში სხვა ბრალდებულებიც ცნო დამნაშავედ. ბრალდებულებს, გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიასა პატიმრობა 1 წლითა და 3 თვის შეეფარდათ, ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს კი 1 წლითა და 2 თვით. უშანგი დათუნაშვილს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

5 ივლისს პუტინისტური დაჯგუფებების წევრებმა დღის განმავლობაში 55 ადამიანს სცემეს, აქედან 53 - მედიის წარმომადგენელი.


ღირსების მარში დღეს, 5 ივლისს, ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა".

კომენტარები