ძალადობა ჟურნალისტებზე

TV პირველი: ბათუმში ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ნაცემია ოპერატორი

TV პირველი

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ბათუმში მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ოპერატორს სცემეს.  შემთხვევა 26 მაისი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

"თავდასხმა გამოწვეულია ჟურნალისტური საქმიანობით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი ყვიროდა, რომ არ მოსწონდათ TV პირველის სარედაქციო პოლიტიკა". – წერს ტელეკომპანია.

ტაბულა მომხდარზე დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

კომენტარები