ჟურნალისტებზე ძალადობა

წულუკიანმა ემა გოგოხია "განაიარაღა" და მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე, მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და აცხადებს, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს. 

"დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ!  ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ".- წერს წულუკიანი FACEBOOK-ზე. 

კომენტარები