მერლინ მენსონი

ევან რეიჩელ ვუდი: მერლინ მენსონმა ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედანზე გამაუპატიურა

Fox News

ევან რეიჩელ ვუდის თქმით მერლინ მენსონმა ვიდეოკლიპის Heart-Shaped Glasses გადასაღებ მოედანზე გააუპატიურა. მსახიობმა ინციდენტის შესახებ დოკუმენტურ ფილმში Phoenix Rising ილაპარაკა.

ვუდის თქმით კლიპში მას და მენსონს სექსის სცენა უნდა ეთამაშათ, მაგრამ მომღერალს მსახიობის თანხმობის გარეშე, ჩართული კამერებისა და გადამღები ჯგუფის თანდასწრებით მასთან სექსი ჰქონდა.

ბრალდებას უარყოფს მენსონის ადვოკატი:

"ევან რეიჩალ ვუდის მიერ გაკეთებული მრავალი ცრუ ბრალდებებიდან უკანასკნელი ყველაზე არარეალურია. Heart-Shaped Glasses-ის გადასაღებ მოედანზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა, სექსის სცენას რამდენიმე საათი, მრავალი კამერით და განსხვავებული რაკურსით იღებდნენ. ჩემს კლიენტს მასთან სექსი არ ჰქონია". – ამბობს ადვოკატი.

ევან რეიჩელ ვუდმა და მერლინ მენსონმა ურთიერთობა 2007 წელს დაიწყეს. 2010 წელს წყვილი დაშორდა. 11 წლის შემდეგ მსახიობმა მომღერალი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.  

ვუდის შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებებიდან მალევე მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა სტუდიამ გაწყვიტა.

თავად მენსონი ვუდის ბრალდებას მეორე დღეს გამოეხმაურა და "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა

ლოს-ანჯელესის პოლიციამ მერლინ მენსონის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად 22 თებერვალს დაიწყო

მენსონის წინააღმდეგ წამოწყებული ერთადერთი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ხანდაზმულობის გამო შეჩერდა.

Phoenix Rising დოკუმენტური ფილმია, რომელიც ევან რეიჩელ ვუდის ბიოგრაფიას ეფუძნება. სურათის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.

კომენტარები