მერლინ მენსონი

პოლიციამ მერლინ მენსონის სახლი გაჩხრიკა

Vanity Fair

სამართალდამცველებმა მერლინ მენსონის სახლი გაჩხრიკეს. გამოცემა TMZ-ის ცნობით ჩხრეკა მომღერლის წინააღმდეგ წამოწყებულ სექსუალურ ძალადობაში ბრალდების საქმეს უკავშირდება. როკ მომღერლის სახლიდან ამოღებულია ჩანაწერები ვიდეოკამერებიდან, ასევე კომპიუტერის მყარი დისკები. ჩხრეკის მომენტში მენსონი სახლში არ იმყოფებოდა.

ახლო წარსულში ცნობილი როკ მუსიკოსი ათობით ადამიანმა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, გაუპატიურებაში, თავდასხმაში, ასევე იარაღით მუქარაში დაადანაშაულა. წლის დასაწყისში, პირველი ბრალმდებელი მომღერლის ყოფილი მეგობარი ქალი, Westworld-ის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი გახდა.

ვუდის შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებებიდან მალევე მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა სტუდიამ გაწყვიტა.

თავად მენსონი ვუდის ბრალდებას მეორე დღეს გამოეხმაურა და "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა

ლოს-ანჯელესის პოლიციამ მერლინ მენსონის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად 22 თებერვალს დაიწყო

მენსონის წინააღმდეგ წამოწყებული ერთადერთი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ხანდაზმულობის გამო შეჩერდა.

კომენტარები