რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

ვლადიმირ პუტინი ბენზინგასამართ სადგურზე, 2010 წლის აგვისტო.

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმოების საშუალო შესაძლებლობა 2026 წლის ივლისში დღეში 3.91 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც 2005 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ Bloomberg-ი ბრიტანული კომპანია Energy Aspects-ის ანალიტიკურ განყოფილებაზე, EA Analytics-ზე, დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, მაჩვენებელი 2025 წლის ივლისის საშუალო დონესთან შედარებით დღეში 1.4 მილიონ ბარელზე მეტით არის შემცირებული.

გასულ კვირას Financial Times-ი ანონიმურ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე მიტანილი დარტყმების შედეგად ქვეყანამ შესაძლოა ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრეების 20%-დან 40%-მდე დაკარგა.

Bloomberg-ი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინული დარტყმების ფონზე მცირდება არა მხოლოდ ნავთობის გადამუშავება, არამედ მისი მოპოვებაც. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მონაცემებით, ივნისში რუსეთში ნედლი ნავთობის მოპოვება დღეში 8.928 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რაც, სააგენტოს შეფასებით, სულ მცირე 2024 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში საწვავის დეფიციტი შეიქმნა მას შემდეგ, რაც უკრაინულ დრონებს უდიდეს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე იერიშებიი მიჰქონდათ.

კომენტარები