გორში ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა, მომხდარის შედეგად ქალი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი.




